საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილება განხორციელდა წამლის ევროპული სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით (ფაიზერი, მოდერნა, ასტრა-ზენეკა და ჯონსონ&ჯონსონი) სრულად აცრილი მგზავრები, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოემგზავრებოდნენ, საფრანგეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას აღარ ექვემდებარებიან არანაირ შეზღუდვას.
ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად, ვაქცინაცია სრულად ჩატარებულად ითვლება მეორე დოზის გაკეთებიდან 7 დღის შემდეგ, ნაცვლად აქამდე არსებული 14 დღისა.