„ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში ჩამოვიდა

24 ივლისი 2021, 00:37 1143 ნახვა

აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოშია.

თვითმფრინავი, რომლითაც ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინის 500 ათასი დოზა ჩამოიტანეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტახნის წინ დაეშვა.

ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დახვდნენ.

მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. 

„ფაიზერით“ იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება. მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას კი, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც პორტალის, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით შეძლებენ.

ისინი ვინც პირველი დოზით "ფაიზერის'' ვაქცინით აიცრენ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათამდე, სარეგისტრაციო საიტზე booking.moh.gov.ge უნდა გაიარონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში