ხის ტოტები, მორები, ნარჩენები - დანაგვიანებული სანაპიროები ბათუმში, გონიოში, ჩაქვში და ქობულეთში. ნაგავი ზღვამ აჭარის სანაპირო ზოლში ბოლო დღეებში რამდენჯერმე გამორიყა. შპს „ სანდასუფთავებაში“ აცხადებენ, რომ მობილური ჯგუფები სანაპიროს ხშირად წმენდდნენ, თუმცა ძლიერი წვიმის გამო დღეს სამუშაოები ვერ შეასრულეს. მათი თქმით, ზღვა ნაგავს თურქეთის წყლებიდან მიმოქცევსი შედეგად რიყავს. მეზობელ ქვეყანაში წყალდიდობის გამო საქართველოს მხარეს მდებარე რამდენიმე ქალაქი და დაბა დაიტბორა.