რუსთავი 2-სა და TV პირველის ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის განმარტებით, მომატებული საფრთხის გათვალისწინებით, ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილია, თუმცა ეს გადაწყვეტილება, შესაძლებელია, 2 თვეში გადაიხედოს. 5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი.