ბათუმის „დინამო“ VS ბორისოვოს „ბატე“

22 ივლისი 2021, 11:46 1936 ნახვა

დღეს უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმი ბორისოვოს ბატე-ს დაუპირისპირდება. გია გეგუჩაძის გუნდმა წინა ეტაპზე სან მარინოს ტრე პენე ძალიან იოლად, ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა, ახლა კი გაცილებით გამოცდილი და სერიოზული მეტოქე ჰყავს.  ამდენად, ზღვისპირელებს მიმდინარე სეზონის მთავარი გამოცდა სწორედ ახლა ელოდებათ. 

გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ისეთი გუნდებიც ჰყავს დამარცხებული, როგორებიც მიუნხენის ბაიერნი, ლილი, ბილბაო და რომაა, ხოლო იუვენტუსთან ორჯერ ფრედ ითამაშა.

ჩემპიონთა ლიგის გარდა, ბატე-მ ევროპალიგის ჯგუფში ოთხჯერ ითამაშა, მათ შორის, ბოლოს 2018/19 წლების სეზონში. გუშინ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

მატჩი დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში