​აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

21 ივლისი 2021, 10:38 1387 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში, მოქალაქის საკარმიდამო ეზოში.

მათივე განცხადებით, ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 60 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი