მთავრობა საწოლების დეფიციტის რისკს ხედავს

20 ივლისი 2021, 19:40 1303 ნახვა

საქართველო წითელ ზონაშია და ჯანდაცვის უწყება სკოლების პერსონალს მოუწოდებს, სასწავლო წლის დაწყებამდე დარჩენილი დრო აქტიური ვაქცინაციისთვის გამოიყენონ. ჯერ-ჯერობით საუბარი არაა ბავშვების ვაქცინაციის დაწყებაზე. პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანა ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს. გართულებული ეპიდვითარების ფონზე მთავრობას შესაძლოა დამატებითი შეზღუდვების შემოღება მოუხდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. სწორედ ამის ფონზე მოსახლეობას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში