ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდების მოუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობა" ამ ეტაპზე არ აპირებს შეუერთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს. „ქართულ ოცნებაში“ კი ვარაუდობენ, რომ მათ პოლიტიკურ ოპონენტებს შეთანხმებაზე ხელმოწერა მოუწევთ, რადგან ევროკავშირის გზავნილში მკაცრი ტონი დაიჭირეს. შარლ მიშელის დღევანდელი ვიზიტის ერთ-ერთი ნაწილი, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა იყო. რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილებსა და დღევანდელ დღის წესრიგს. შარლ მიშელმა შეხვედრები პრეზიდენტისგან დაიწყო, შემდეგ იყო პრემიერი. მიშელმა აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმა არის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი ნაწილი და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური გამოყოფის პირობაც დადო. პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრების შემდეგ კი ევროპელმა მედიატორმა ჟურნლისტებთან ისაუბრა