უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" ბოროსოვის "ბატეს" დაუპირისპირდება.
ამ გუნდებს შორის ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა ბათუმში 22 ივლისს გაიმართება.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ხვალ 20 ივლისს დილის 10:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს ბილეთის შეძენა საიტზე biletebi.ge-ზე შეეძლება. ფასი კი 5,10,15 და 25 ლარია.
მატჩზე სტადიონის ტევადობის 50 %-ის. შევსება იქნება შესაძლებელი, რაც დაახლოებით 10 000 გულშემატკივარია.
"დინამოსა" და "ბატეს" დაპირისპირება 22 ივლისს ბათუმის ახალ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ეტაპზე ორი შეხვედრის საერთო ანგარიშით 7-0 სან მარინოს "ტრე პენე" დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა, რაც შეეხებათ ბელორუსებს, ისინი პირველი ეტაპიდან თავისუფლები იყვნენ.