უკრაინის პრეზიდენტი საქართველოშია. ვლადიმერ ზელენსკის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
უკრაინის პრეზიდენტს აეროპორტში მთავრობის წევრები დახვდნენ.
ვლადიმირ ზელენსკი დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაშიც.