პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავდნენ, „ლელოს“ წევრები გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავეს.
დაკავებას წინ სამართალდამცველებსა და „ლელოს“ წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. ცნობისთვის პარლამენტის მიმდებარედ დილიდან შეიკრიბნენ მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციის ნაწილი, ისინი სთხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელი კარი არ ჩაეკეტათ.