პარლამენტში ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაურს 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
როგორც იცით თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს ღირსების მარში უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები. ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ მედიის წარმომადგენელს.