შეერთებული შტატების განცხადება და ,,ქართული ოცნების“ პასუხი

16 ივლისი 2021, 20:05 1033 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შესახებ აცხადებს, რომ სანქციები, სხვა შესაძლო ბერკეტებს შორის, ერთ-ერთია. კელი დეგნანი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. დიპლომატის თქმით, პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის, მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, რაც ჯერ არ განხორციელებულა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმდა, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამის საპასუხოდ მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ პარტნიორ ქვეყანასთან ერთად საერთო ენის და გადაწყვეტილების მოძებნას შეძლებენ.  ქართული ოცნების ლიდერებმა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას წერილითვე უპასუხეს. „ცალკეული ჩინოსნის არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებულ ინფორმაცია, პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ „ - წერია ვრცელ წერილში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი