„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ - ჯომარდობა

16 ივლისი 2021, 14:54 1025 ნახვა

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზამ ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გადაინაცვლა და 200–ზე მეტ შშმ პირს, დაჭრილ ჯარისკაცსა და ომის ვეტერანს უმასპინძლა.

ჯომარდობის, პეინტბოლის, მშვილდოსნობისა და ზიპლაინის ინტეგრირებულ ტურნირებში ერთმანეთს  სხვადასხვა მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ჯომარდობის ჩემპიონატში გამარჯვება და აფხაზეთის ომის გმირის გოდერძი ზაქარაიას სახელობის გარდამავალი თასი ერთი წლით  თბილისის  გუნდმა მოიპოვა, მშვილდოსნობაში ბაღდათელებმა გაიმარჯვეს.

ზიპლაინის შეჯიბრების გამარჯვებული გორის გუნდი გახდა, ხოლო პეინტბოლის  ტურნირში გარდამავალი თასი მოიპოვეს ქუთაისის გუნდის წევრებმა, რომლებიც საზაფხულო ბანაკში წელს პირველად მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში