ამერიკის მთავრობის განცხადებები ნაჩქარევად არ გაკეთებულა, გზავნილები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული  - კელი დეგნანი 

16 ივლისი 2021, 14:18 1290 ნახვა

აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები არ გაკეთებულა ნაჩქარევად, ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა. 

კელი დეგნანის თქმით, სანქციები მრავალ ინსტრუმენტს შორის ერთ-ერთია.

ელჩმა დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

''ვფიქრობ, თქვენ იხილეთ აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომ ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ პროცესი, რომლის შეჩერებისკენ მოვუწოდებდით, წარიმართა მრავალი ჩართულობის შემდეგ. ეს არის ის, რაზეც საქარველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ, რომ ეს დანიშვნები შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე.

ეს ჯერ არ მომხდარა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს მოსამართლეები დაინიშნენ. პარლამენტს შეეძლო ამ პროცესის შეჩერება. აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები არ გაკეთებულა ნაჩქარევად, ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და არ იქნას უგულებელყოფილი, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი