საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სან მარინოს კლუბს 3:0 მოუგო.
ბათუმელებს პირველი მატჩი დიდი ანგარიშით, 4:0 ჰქონდათ მოგებული.
თამაში ისეთივე სცენარით წარიმართა, როგორც პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ - დინამო ბათუმმა თავიდანვე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და მე-16 წუთზე გიორგი ზარიას პასის შემდეგ ვამარა სანოგომ ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა.
მეორე ტაიმი ბათუმელთა გოლებით დაიწყო. გაფრინდაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი სანმარინოელთა კარის ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი მანჯგალაძემ გაიტანა. 4 წუთში ანგარიში 3:0 გახდა.
ალთუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ, ფლამარიონ ჯოვინომ რთული პოზიციიდან ეფექტურად გადაგზავნა ბურთი მიგანის კარში.
დინამო ბათუმი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვოს ბატე-ს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 22 ივლისს ბათუმში გაიმართება, საპასუხო კი - 29-ში.