„ფაიზერით“ ვაქცინაცია

16 ივლისი 2021, 12:19 1175 ნახვა

ფაიზერით ვაქცინაცია ქვეყანაში დაიწყო. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთია   იმ შვიდ სამედიცინო დაწესებულებებს შორის, სადაც აღნიშნული პრეპარატით იმუნიზაციაა შესაძლებელი.  ვაქცინა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველია, ამ ეტაპზე მხოლოდ 14 ათასი ადამიანისთვისაა საკმარისი.

რეგისტრაციის პროცესი ვაქცინის შემოტანის დღესვე დაიწყო,  თუმცა  დაწყებისთანავე საიტმა გაჭედა. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აიმედებს, რომ დამატებით დოზებს ისევ შემოიტანენ, თუმცა ვადებს ისინი არ აკონკრეტებენ. არადა, იმუნიზაციის  ტემპი სპეციალისტების ნაწილის თქმით, დაბალია, აცრილი მოსახლეობის დღიურ სამიზნე რაოდენობისგან ჯერ ისევ შორს ვართ, ფაიზერის ვაქცინები კი ოპოზიციის მტკიცებით, ნაცნობობით გაანაწილეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი