რატომ ჩამოდის შარლ მიშელი საქართველოში ისევ და ამჯერად რა გზავნილები ექნება მას საქართველოს ხელისუფლებისთვის ? ეს იქნება გაფრთხილება თუ უნდა ელოდოს ქვეყანა სანქციებს-ოპოზიციაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მორიგ ვიზიტს 5/6 ივლისის მოვლენებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს უკავშირებს, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, დროებით უნდა შეჩერებულიყო. მმართველ პარტიაში დღეს ჟურნალისტებთან კომენტარებს არ აკეთებენ.