დღეს კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩში დინამო ბათუმი სან მარინოს ტრე პენეს უმასპინძლებს. 24 წლიანი პაუზის შემდეგ ეს იქნება პირველი საერთაშორისო მატჩი, რომელსაც დინამო ბათუმი საკუთარ სტადიონზე გამართავს.
პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის დინამოელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. გოლები ფანცულაიამ, მამუჩაშვილმა, ჯიღაურმა და ზარიამ გაიტანეს.
მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც ირინა ყურუას გადაცემა ,,სათქმელი“ ეთერში არ გავა.