რაც შეეხება ქვეყანაში ეპიდვითარებას, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ ორჯერადი ნახტომია-ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, რომლის განცხადებითაც შემდეგი ორი კვირაა იქნება გადამწყვეტი, გამკაცრდება თუ არა შუა ტურისტულ სეზონზე რეგულაციები. ეკატერინე ტიკარაძე საუბრობს კერძო სექტორის პასუხიმგებლობაზე, რომ უნდა დაიცვან ზედმიწევნით რეგულაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება შეზღუდვების შემოღება. დღეს კორონავირუსი 1663 ადამიანს დაუდგინდა. მათ შორის 107-ს აჭარაში. გარდაიცავალა 13 პაციენტი.