ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არჩილ და შალვა შაინიძეების მრავალწევრიანი ოჯახები ამჟამად მეზობელს აფარებენ თავს.
ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. დაზარალებული ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სახლიდან საჭირო ინვენტარის გამოტანა ვერ მოახერხეს. ცეცხლმა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები სრულად გაანადგურა.
ხულოს მერის ინფორმაციით, საკითხზე ზარალის შემსწავლელი კომისია იმსჯელებს, რის შემდეგაც აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსაცია გაიცემა.
ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ბინის ქირით ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარება.