იტალია ევროპის ჩემპიონია, სკუადრა აძურამ დაძაბულ შეხვედრაში 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში, ინგლისის ნაკრები დაამარცხა, ინგლისელების პიარ კამპანია It is coming home, It is coming Rome-ით შეიცვალა.
ანგარიში მეორე წუთზე შოუმ გახსნა, თუმცა ამის შემდეგაც მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა და მეორე ტაიმში ბონუჩიმ ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი ინგლისელებმა სამი დარტყმა გააცუდეს, სამივე შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელბემა ვერ დაარტყეს.