უახლოესი დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურში ამბობენ, რომ რეგიონში ძლიერი ქარი მოსალოდნელი არ არის. უახლოესი 3 დღის განმავლობაში რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, სანაპირო ზოლში 13-15 გრადუსი სითბო, მთაში კი +5 - 10 გრადუსი იქნება.