ინდური შტამი და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი

08 ივლისი 2021, 19:40 1178 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამი ჩვილს დაუდასტურდა, რომელიც მართვით სუნთქვაზეა. ეპიდემიოლოგები ქვეყანაში დელტა შტამის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობენ. საქართველოში "ინდური" შტამის 52 შემთხვევაა დაფიქსირებული, აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ელოდებიან, რომ ინდური ბრიტანულ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს. ქვეყნის მთავარი ეპიდემილოგის თქმით, წელს მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას და ყოველდღიურ გარდაცვალებას წერტილი მხოლოდ გაზრდილი ვაქცინაციის პირობებში დაესმევა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი