ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროფესორ ვაჟა ანანიძის საქმეზე მოპასუხე მხარის შეკითხვებს მოსარჩელე პასუხობს. მოპასუხე მხარეს ბათუმის საზღვაო აკადემია წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელ პირებსაც ყოფილი ლექტორი უსამართლო დევნასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
სასწავლებლის იურისტს სხვა პასუხებთან ერთად ყოფილი ლექტორისგან აინტერესებდა, აკადემიაში მუშაობის პერიოდში იცოდა თუ არა პროფესორმა თავის უფლება-მოვალეობების შესახებ, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა ამ მოვალეობას და რის საფუძველზე ადანაშაულებდა სასწავლებლის ხელმძღვანელ პირებს პლაგიატში. საქმეში მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობს ანანიძის ინტერესების დამცველი.
პროფესორი ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გასულ წელს დისციპლინური გადაცდომის ბრალდებით გაათავისუფლეს.
ვაჟა ანანიძე სასამართლოს გზით სამსახურში აღდგენას, განაცდურის მიღებას და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც აკადემიიდან გაუშვეს.