კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი „ტრე პენეს", გორის „დილა" „ჟილინას", ხოლო „გაგრა" „სუტიესკას"დაუპირისპირდება. „ტრე პენე" - „დინამო" ბათუმის შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.
დაპირისპირების გამარჯვებულები ორმატჩიანი შეხვედრების შემდეგ გაირკვევა. ქართული გუნდები საპასუხო, საშინაო მატჩებს 15 ივლისს გამართავენ. თუ ქართული კლუბები პირველ ეტაპს გაივლიან, მათი სავარაუდო მეტოქეები იქნებიან: „დინამო ბათუმი" „ბატე" , „დილა" v „აპლონი" „გაგრა" v „მაკაბი".
ბათუმის დინამო უკვე სან-მარინოშია და მატჩისწინა ვარჯიშიც გამართა.
გეგუჩაძის შეგირდები დღევანდელი მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობით გავლენ მოედანზე. მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან.