ქართული კლუბები ევრო თასებზე ასპარეზობას იწყებენ

07 ივლისი 2021, 10:53 1248 ნახვა

დღეს ქართული კლუბები ევროთასებზე იწყებენ ასპარეზობას.  საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს, 20:00 საათზე დინამო არენაზე ბაქოს ნეფთჩის უმასპინძლებს, განმეორებით შეხვედრას კი 13 ივლისს ბაქოში გამართავს.

ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ჩემპიონ პირეოსის ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდება. ხვალ კონფერენსლიგის პირველ ეტაპზე კიდევ სამი ქართული კლუბი ითამაშებს.

ბათუმის დინამო სან მარინოს ტრე პენს დაუპირისპირდება, ლიგა-2-ის წარმომადგენელი გაგრა მონტენეგროს სუტიესკას შეხვდება, გორის დილას მეტოქე კი სლოვაკური ჟილინა იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში