გუშინ ლონდონის უემბლიზე ევრო 2020 წლის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. იტალიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა.
კიეზასა და მორატას გოლებით მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი იტალიელებმა გაიმარჯვეს.
დღეს გაიმართება მეორე ნახევარფინალი, სადაც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები დანიას დაუპირისპირდება.