ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთი დაწესებულებაა, სადაც მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინის შესაბამის პორტალზე ვერ რეგისტრირდებიან, ადგილზე არეგისტრირებენ. ვაქცინაცია სინოფარმითაა შესაძლებელი , რომლის 26 000 დოზა აჭარამ 3 ივლისს მიიღო. საერთო ჯამში რეგიონში 24 სამედიცინო დაწესებულება იქნება ჩართული ვაქცინაციის პროცესში 52 ბრიგადით. ამ ეტაპზე სინოფარმის დოზები 12 დაწესებულებაშია გადანაწილებული. რაც შეეხება ასტრაზენეკათი ვაქცინაციას ბათუმის მედცენტრში მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი ამ პრეპარატით იმუნიზაცია, რომლებსაც უწევთ რევაქცინაცია.