მოსამართლეების შერჩევის პროცესი და შეფასებები

02 ივლისი 2021, 19:22 1014 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატთან გასაუბრებები სამშაბათიდან დაიწყება. დეპუტატები დღეში 2 მოსამართლეს მოუსმენენ, ამისთვის კი 1 კვირა ექნებათ. პროცესს ეთიშება ოპოზიცია, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი ოპოზიციასთან ერთად, არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველს გასაუბრების პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ზედმიწევნით მიჰყვებიან შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომელიც სასამართლო რეფორმასაც ითვალისწინებს. ოპოზიცია კი სწორედ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ სასამართლო რეფორმამდე მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერდეს, რადგან ასე შეთანხმდნენ შარლ მიშელის დოკუმენტში და სტრატეგიულ დოკუმენტზე ერთობლივი შეთანხმება უნდა შედგეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი