სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ „ნატო“ აგრძელებს საქართველოს ყველა მცდელობის მხარდაჭერას, ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს პრეზიდენტმა კი ჯეიმს აპატურაი საქართველო - ნატოს ურთიერთობების გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტან შეხვედრამდე ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენლებს შეხვდა.