აპატურაი საქართველოში შეხვედრებს მართავს

02 ივლისი 2021, 14:52 938 ნახვა

ჯეიმს  აპატურაის  თავდაცვისა და საგარეო მინისტრებმაც უმასპინძლეს.    

 საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა და საქართველოს მხრიდან გადადგმული  ნაბიჯები - ამ საკითხებზე ისაუბრეს დავით ზალკალიანმა და ჯეიმს აპატურაიმ დღეს დილით გამართულ შეხვედრაზე. უწყების ინფორმაციით, განიხილეს უფრო სიღრმისეული თანამშრომლობის დღის წესრიგი. შეხვედრა გაიმართა თავდაცვის სამინისტროშიც. 

მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების  განხორციელებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი