“ბორჯღალოსნები” “ქურციკებს” ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდებიან

02 ივლისი 2021, 11:45 1225 ნახვა

ბორჯღალოსნები ქურციკებს ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდებიან.  საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ისტორიული ტესტ-სერიისთვის ემზადება, რომელსაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბორჯღალოსნები პირველ მატჩს დღეს პრეტორიაში გამართავენ, 9 ივლისს კი სამხრეთაფრიკელებს უკვე იოჰანესბურგში დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქურციკების რიგებში ერთბაშად 18 მსოფლიო ჩემპიონია გამოძახებული.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2003 წლის მსოფლიო თასზე სამხრეთაფრიკელთა გამარჯვებით 46:19 დასრულდა. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი