ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა - პოლიტიკური შეფასებები

01 ივლისი 2021, 11:58 1037 ნახვა

რატომ გადადგა თამარ ჟვანია? – საკითხი დღესაც შეფასებების საგანია.  “ქართული ოცნება” კატეგორიულად უარყოფს, რომ ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის იძულებას ჰქონდა ადგილი. თუმცა მმართველ გუნდს კითხვაზე პასუხი არ აქვს, რამ გამოიწვია მცირე დროში თამარ ჟვანის პოზიციის მკვეთრი ცვლილება.

ოპოზიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ “ქართული ოცნება” ჩაერია პროცესში.

ახლა პარლამენტმა ახალი კანდიდატი უნდა დაამტკიცოს, რასაც ხმების ორი მესამედი ანუ ასი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სანდო პერსონა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი