SEA BREEZE 2021 - მრავალეროვნულ საზღვაო სწავლება

29 ივნისი 2021, 11:36 762 ნახვა

მრავალეროვნული საზღვაო სწავლება სი ბრიზ 2021 ოფიციალურად გაიხსნა. წვრთნებში წელს ორი სადარაჯო ხომალდი და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ჩაერთვება.

სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი კი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. სწავლების შტაბში შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს ხუთი ოფიცერი იქნება ჩართული.

სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწა და რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.

სწავლების ისტორიაში, სი ბრიზ 2021 ყველაზე მასშტაბურია. მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი