საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინისა და უკრაინის 2 მოქალაქის საქმეზე დღეს პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა თქვა. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებმა ჯგუფურად საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვარი კატარღით უკანონოდ გადაკვეთეს და სახელმწიფოს უსაფრთხოებას ზიანი მიადგა, გამოძიებელმა აღნიშნა, რომ ბრალდებულებმა არ ითანამშრომლეს გამძიებასთან და იყენებენ დუმილის უფლებას. ბრალდებულების ადვოკატები განმარტავენ, რომ ისინი შავ ზღვაში მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობდნენ. 5 ივლისს დასკვნითი სიტყვით სასამართლოს წინაშე დაცვის მხარე წარსდგება და სავარაუდოდ, საბოლო განაჩენს მოსამართლე მამისეიშვილიც ამ დღეს გამოაცხადებს.