ბათუმის “დინამო” 2: 2 ქობულეთის “შუქურა”

28 ივნისი 2021, 09:50 903 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ‘’დინამო’’ ბათუმი და ქობულეთის ‘’შუქურა’’ დაუპირისპირდა. დერბი საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი აღმოჩნდა.

შეხვედრის პირველი გოლი ქობულეთელთა მხრიდან მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა, რასაც პირველივე ნახევარში ბათუმელთა ფეხბურთელის გიორგი ფანცულაიას საპასუხო გოლი მოჰყვა.

შეხვედრის მეორე ნახევარში შუქურამ დაწინაურება კვლავ მოახერხა, თუმცა ბათუმის დინამომ ანგარიშის გათანაბრება 92 წუთზე გიორგი ზარიას გატანილი გოლით შეძლო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.

ეროვნულ ლიგაში დინამო ბათუმი 40 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო ქობულეთის შუქურა 17 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი