შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო. როგორც სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, სენატი საქართველოს ყველა პარტიას მოუწოდებს, ხელი მოაწერონ და შეასრულონ 19 აპრილს დადებული შეთანხმება.
იგი შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტით, რომ ზოგიერთი პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას და არაკეთილსინდისიერად მოქმედებს.