კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 28 ივნისს იგეგმება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელეს.
უმრავლესობამ ოპოზიციას გააცნო პროექტი, რომელიც მათივე მტკიცებით, შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის 2 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი დგინდება.
იცვლება საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი და მმართველი გუნდის პოზიციები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, ამიტომ დოკუმენტს ორშაბათს შეუფერხებლად მიიღებენ.