პრემიერ-მინისტრს პარლამენტში 50 წუთიანი სიტყვა ჰქონდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობის 100 დღესა და მთავრობის 10 წლიან გეგმაზე ისაუბრა, რომელიც შემოდგომისთვის უნდა იყოს მზად.
გასული წლის 151 გვერდიან ანგარიშში კი ოკუპაციას და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ პრობლემებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასა და ახსენა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო თანამონაწილეობა და ჩართულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაში.