სიღარიბე, სოციალურად დაუცველებისა და ომის ვეტერანების დახმარებები, ნეპოტიზმის ფაქტები, თაღლითური მანიპულაციით მითვისებული თანხები, პოსტპანდემიური ეკონომიკური პოლიტიკის გეგმა - ამ და სხვა თემებზე ოპოზიციამ პრემიერს კითხვები მისი მოხსენების შემდეგ დაუსვა. კითხვები იყო 5 ივლისს დაგეგმილ პრაიდზეც.
საპარლამენტო უმრავლესობიდან კი რატი იონათამიშვილმა ნამახვანჰესის პროტესტზე იკითხა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე კი დაინტერესდა რა ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობის ახალი ტენდერის გამოცხადებაზე მზადების საკითხი.