ბობოყვათის მიწების გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონი არ შედგა - აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

25 ივნისი 2021, 17:29 1607 ნახვა

 ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ბობოყვათის მიწების გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონი არ შედგა.

აქციის მონაწილეები, რომლებიც მიწების გასხვისებას რამდენიმე დღეა აპროტესტებს ამბობენ, რომ ბრძოლა გრძელდება და ისინი დაშლას არ აპირებენ.

"5 საათზე დასრულდა აუქციონი, ე.წ ბიჯი არ არის, შესაბამისად, ჩაიშალა აუქციონი. ჩვენ ეს რამდენიმე დღით ადრეც ვიცოდით, თუმცა ეკონომიკის მინისტრს არ ეყო გამბედაობა გამოსულიყო და ჩვენთვის ეთქვა, რომ ჩაიშლებოდა ან სხვა ობიექტით ჩანაცვლდებოდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ჩვენ აქ ვრჩებით და ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე"-განაცხადა დავით მანელიშვილმა.

მათ სიმბოლურად ფეხით მსვლელობაც მოაწყვეს.

"ჩვენ ველოდებით საბოლოო გამარჯვებას, რომ  ხელისუფლებამ  ეს ტერიტორია გამოიტანოს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად და ჩვენ გავხდებით მათი მესაკუთრეები. ვერავინ ვერ იყიდის და ვერ შემოვა ამ ტერიტორიაზე. კარვებს აზრი არ აქვს, ველოდებით მეორე აუქციონს"-განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

 მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ელექტრონულ აუქციონზე გატანილი იყო 28,5 ჰექტარი მიწა, ქონების საწყისი ფასი 48 მილიონი ლარი იყო. 

აუქციონზე გატანილ მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას 150-მდე ოჯახი აცხადებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს მათი მამა-პაპისეული მიწებია, თუმცა მათ დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი