ბათუმის ახალ სტადიონს სახელს კომპანია "აჭარაბეთი" დაარქმევს

24 ივნისი 2021, 21:13 4971 ნახვა

ბათუმის ახალი სტადიონის სახელის და რეკლამის უფლებაზე გამოცხადებული აუქციონი კომპანია „აჭარაბეთმა“ მოიგო .

ბათუმის ახალ სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში სწორედ "აჭარაბეთის" შერჩეული სახელი ერქმევა.

აუქციონში გამარჯვებული კომპანია აჭარის მთავრობას, ყოველწლიურად, 1 750 000 ლარს გადაუხდის, 5 წლის განმავლობაში ჯამური თანხის ოდენობა კი 8.75 მილიონი ლარი იქნება.

კომპანიას მხოლოდ სახელის დარქმევის და რეკლამის უფლება ექნება. ის შემხებლობაში სტადიონის მართვასთან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში