წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება

25 მარტი 2025, 10:58 241 ნახვა

ბათუმის მერიის ორგანიზებით ბათუმში წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და კლუბები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებას მიაღწიეს.

დაჯილდოვდნენ ასევე სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანები. ღონისძიება ყოველწლიურია და მისი მიზანი სპორტის განვითარების მხარდაჭერაა.  

წლის სპორტსმენებად - სალომე მელია და მამუკა კორძაია დასახელდნენ.  წლის მწვრთნელის სტატუსით - ხათუნა გიორგაძე და ჯემალ კილაძე; წლის დებიუტანტი - მარიამ კალანდაძე და რატი დიასამიძე; წლის ვეტერანი - უჩა მაისურაძე და  პაატა ურიადმყოფელი;  წლის სპორტულ ჟურნალისტებს შორის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები სეო წილოსანი და ირაკლი დარცმელიძე დასახელდნენ.

ასევე წლის ჟურნალისტი წელსაც დასახელდა გაზეთ „აჭარას“ ჟურნალისტი მანანა ძიძიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი