ასტრაზენეკას უეცარ ამოწურვას აუდიტი იკვლევს

24 ივნისი 2021, 19:31 800 ნახვა

რამდენად სწორად მიმდინარეობდა ვაქცინაციის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში და რამდენი ერთეული მედიკამენტი გამოიყენებოდა დღის განმავლობაში - ეს დოკუმენტაცია ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტმა ამოიღო. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემდეგ შევიდა. შემოწმების გადაწყვეტილება ჯანდაცვის უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის პროცესში AstraZeneca-ს გადანაწილებაზე ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ისინი იყვნენ აღმსრულებლები იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების დოზას ჯანდაცვის ქსელიდან  აწვდიდნენ. პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაამოწმა, რამდენად იყო დაცული პრეპარატის შენახვის ვადები. საქართველო ასტრაზენეკას 43 ათას დოზას უახლოეს დღეებში ელოდება, იქამდე ვიდრე ვაქცინებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში