მოსახლეობა წყლის მილების შეცვლას ითხოვს

24 ივნისი 2021, 11:38 1153 ნახვა

100-ზე მეტი კოლექტიური და ინდივიდულური განცხადებაა შესული ქედის მერიაში წყლის მილების შეცვლის მოთხოვნით.

ქედის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 36 ათასი ლარის ღირებულების წყლისა და სანიაღვრე არხების მილები შეიძინეს, შედეგად კი პირველ ეტაპზე კოლექტიურს, შემდეგ კი ინდივიდუალურ განცხადებებს დააკმაყოფილებენ.

მერის მოადგილის ინფორმაციით,  ეკონომიების ხარჯზე 33 ათასი ლარის ღირებულების ტენდერიც გამოცხადდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი