თბილისის ''დინამო'' საკუთარ მოედანზე ''სამგურალთან'' დამარცხდა

23 ივნისი 2021, 21:29 1702 ნახვა

ეროვნული ლიგის მეოცე ტურის შეხვედრაში თბილისის ''დინამო'' წყალტუბოს ''სამგურალთან'' 1-2 დამარცხდა.

''დინამო'' არენაზე გამართულ მატჩში სწრაფად პირველივე წუთზე კუხიანიძემ ლექვთაძეს გაატანინა და მოულოდნელად ეროვნული ლიგის დებიუტანტი წინ გავიდა. მე-17 წუთზე პაპუნა ფონიავამ იმერლები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა და ფრიუძის გუნდმა ტაიმი კომფორტული უპირატესობით მოიგო.

59-ე წუთზე გილმორმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და დედაქალაქელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ზუსტად გაბედავამ შეასრულა და სხვაობა მიმიმუმამდე დაიყვანა.

7 წუთში უხეშობისთვის გილმორმა მეორე ყვითელი მიიღო და სოსო ფრიუძის გაწვრთნილი გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა. მიუხედავად ამისა წყალტუბოს ''სამგურალმა'' ანგარიში ბოლომდე მიიყვანა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ეროვნულ ლიგაში კი კახა ცხადაძის გუნდს ამ მოგებით ბათუმის ''დინამოს'' გადასწრება შეეძლო.

20 ტურის შემდეგ ბათუმის''დინამო'' ეროვნულ ლიგას 39 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. დედაქალაქელები კი მეორე პოზიციაზე 38 ქულით იმყოფებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში