ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

22 ივნისი 2021, 17:50 1756 ნახვა

საქართველოს პირველი და მსოფლიოს ნომერ 28-ე ჩოგანი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი უკვე მიიღო.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ოფიციალურად დადასტურებული 22 ლიცენზიანტი ჰყავს.

მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შეუერთდებიან ძიუდოს, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები. ინფორმაციას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი