აჭარაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22 ივნისი 2021, 10:51 1150 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 64 პაციენტი. 22 ივნისის მონაცემებით კლინიკა დატოვა 31-მა მოქალაქემ. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 176 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 51, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9 პირი.

605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 222- აჭარაში.

5 310 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 28, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 681ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 988, პირი, აჭარაში - 902.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი