საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

22 ივნისი 2021, 10:50 952 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 635 პირი, გარდაიცვალა 24.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953, „პისიარ“ ტესტით – 9 003.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,27%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 2,55%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 524 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 57, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 055 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 217 გამოჯანმრთელდა, 5 199 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 238 220 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 847.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი